weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რობი კინმა კარიერა დაასრულა

17:18 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ირლანდიელმა ვეტერანმა თავდამსხმელმა რობი კინმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. რობი კინი, რომლის ბოლო კლუბი კოლკატას „ატკ“ იყო, ირლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, მიკ მაკკართის შტაბში იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რობი კინი ზემოთხსენებულ ინდურ კლუბში მოთამაშის პარალელურად კლუბის მწვრთნელად მუშაობდა.

რობი კინმა კარიერა 1997 წელს „ვულვერჰემპოტნ უონდერერზში“ დაიწყო. შემდგომ წლებში თამაშობდა 10 სხვადასხვა კლუბში, მათ შორის - მილანის „ინტერში“, „ქოვენთრი სიტიში“, „ლიდს იუნაიტედში“, „ლივერპულში“, „ტოტენჰემ ჰოტსპურში“, გლაზგოს „სელტიკსა“ და „ლოს ანჯელეს გალაქსიში“.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, რობი კინმა 1998-2016 წლებში ირლანდიის ნაკრებში 146 მატჩი გამართა და 68 გოლი გაიტანა (აქედან 5 - საქართველოს ნაკრების კარში). ორივე მაჩვენებლით რობი კინი ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია - მასზე მეტი მატჩი და მასზე მეტი გოლი კუნძულელთა ეროვნულ გუნდში არავის აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]