weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ილიას ზუროსმა ესტონეთთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

12:11 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინშია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა „საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს.

საქართველოს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური „ბასკონიას” წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. ნატურალიზებული მოთამაშისთვის გამოყოფილ ერთ ადგილს კი თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია. ის „ტენერიფე იბეროსტარის” ღირსებას იცავს და თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ეუფლება.

ესტონეთში გამგზავრების წინ ქართველმა კალათბურთელებმა ოლიმპიურ სასახლეში ბოლო ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომელიც ესტონეთთან ითამაშებენ:

გიორგი ცინცაძე (ალ-შამალი, ყატარი)

მიხეილ ბერიშვილი (ალ-შამალი, ყატარი)

თად მაკფადენი (იბეროსტარ ტენერიფე, ესპანეთი)

რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი, ესპანეთი)

 

ბექა ბურჯანაძე (გიპუსკოა, ესპანეთი)

გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი)

გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი)

მერაბ ბოქოლიშვილი (თბილისის დინამო)

რევაზ როგავა (ოლიმპი)

ლევან ფაცაცია (ქუთაისი)

დუდა სანაძე (უკლუბო)

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]