weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

11:04 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 hits 747

ლეგენდად ქცეული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართული სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გაფრინდაშვილმა (2301 ქულა) 65+ ასაკის ქალთა ტურნირის 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ამავე კატეგორიაში თამარ ხმიადაშვილი (2010 ქულა) 6.0 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონიც გახდა.

ქართული დელეგაციის აქტივში ბლედში მოპოვებული კიდევ 2 მედალია. 50+ ასაკის ღია პირველობაზე გიორგი ბაღათუროვმა (2417 ქულა) და ზურაბ სტურუამ (2529 ქულა), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს. ბაღათუროვმა 8.5 ქულა მიითვალა და სომეხ ჩემპიონ კარენ მოვსისიანს (2513 ქულა) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, სტურუას აქტივში კი 8.0 ქულა იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]