weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლიბერტადორესის თასის ფინალი მადრიდში გაიმართება

12:10 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

2018 წლის „კოპა ლიბერტადორესის“ თასის განმეორებითი შეხვედრა, რომელიც ბუენოს აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ უნდა გამართულიყო, 9 დეკემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ლეგენდარულ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდება.

არგენტინული „სუპერკლასიკოს“ გადამწყვეტი შეხვედრის ნეიტრალურ სარბიელზე გამართვა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (CONMEBOL) გადაწყვიტა. „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის გასამართი პრინციპული მატჩის თაობაზე მოლაპარაკებებში არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრიც იყო ჩართული.

სამხრეთ ამერიკული პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩის ბუენოს აირესიდან მადრიდში გადატანას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის - დიეგო მარადონა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.

„ეშმაკმა დალახვროს! რა უნდა ვქნა, თუკი ჩემს ოჯახს ფინალის ნახვა სურს?! იცით, რა ღირს მადრიდში გადაფრენა? უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები უნდა გაეძლიერებინათ და ეთამაშათ იქ, სადაც დაგეგმილი იყო“, - განუცხადა მარადონამ არგენტინულ გამოცემა Ole-ს.

შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტის“ სტადიონზე 24 ნოემბერს გასამართი საპასუხო მატჩი „რივერ პლეიტის“ გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო გადაიდო.

აქვე გეტყვით, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი მატჩი 10 ნოემბერს „ლა ბომბონერაზე“ შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]