weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

UEFA-მ ახალ საკლუბო ტურნირი დაამტკიცა

11:24 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) 2021 წლიდან ახალი საკლუბო ტურნირის შექმნა დაადასტურა. ტურნირს ევროპა ლიგა 2 ერქმევა და მასში ევროპის ქვეყნების მესამე რანგის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

ახალი ტურნირი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის იდენტური ფორმატით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი (ოთხგუნდიანი რვა ჯგუფი) იასპარეზებს. ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ ეტაპს, მერვედფინალურ ეტაპს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალსა და ფინალს. ტურნირის გამარჯვებული მომდევნო სეზონისთვის ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მერვედფინალური ეტაპის გამართვამდე პლეი-ოფის დამატებითი რაუნდი შედგება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ევროპა ლიგა 2-ის ქვეჯგუფების მეორეადგილოსნები და ევროპა ლიგაზე ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდები, რითაც ევროპა ლიგა 2-ის მერვედფინალისტები გამოვლინდებიან.

ევროპა ლიგა 2-ის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება ანუ ჩემპიონთა ლიგას კვლავინდებურად სამშაბათსა და ოთხშაბათს ვიხილავთ, ხოლო ევროპა ლიგასა და ახალ ტურნირს - ხუთშაბათობით.

ახალი ტურნირი იმის გარანტიაა, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე 26-ის ნაცვლად, სულ მცირე 34 ევროპული ქვეყნის კლუბმა მიიღოს მონაწილეობა, რაც შედარებით სუსტი ქვეყნების გუნდების, მათ შორის ქართული კლუბების მონაწილეობის შანსებს ზრდის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]