weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

18 წლის რუსი ფეხბურთელი ყინვისგან გარდაცვლილი იპოვეს

15:35 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 18 წლის წევრი ალექსეი ლომაკინი გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური წყაროების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი დედაქალაქ მოსკოვის სამხრეთ რაიონ ბრატეევოში, მდინარის პირას გაიყინა. 

ლომაკინი 30 ნოემბერს დაიკარგა, მისი ცხედარი 3 დეკემბერს იპოვეს. მედიაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია იწერებოდა მოთამაშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით - არსებობდა ვარაუდი, რომ ის მოკლული იყო ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ალექსეი ლომაკინი „ლოკომოტივის“ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მის აქტივში ახალგაზრდულ გუნდთან ერთად 3 გამართული შეხვედრა გახლდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]