weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ

17:20 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ევროტურნირებიდან მოიკვეთოს. მანჩესტერულ კლუბს ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

თუ დარღვევის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, როგორც ბრიტანეთში იუწყებიან, „მანჩესტერ სიტი“ სასჯელს ვერ გაადაურჩება.

UEFA-ში დაადასტურეს, რომ ხალდუნ ალ მუბარაქის კუთვნილი ინგლისური კლუბის მიმართ საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა არსებული მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვსწავლობთ მდგომარეობას. ამ საქმეზე დამოუკიდებელი კომისია მუშაობს. ძალიან მალე პასუხები გვექნება შეკითხვებზე, თუ რა მოხდა და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ჩეფერინმა.

აქამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ UEFA-ში მუშაობის დროს ფარული შეხვედრები გამართა „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობებთან, რათა მათ სასჯელის თავიდან არიდებაში დახმარებოდა.

ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარი სპონსორის, Etihad Airways-ის ბიუჯეტი €67 მილიონის ოდენობით შეავსო, მაშინ როდესაც თვითონ არაბული ავიაკომპანია მხოლოდ €9 მილიონის შესახებ აცხადებს.

 

ამ თემაზე:

„პსჟ“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნან

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]