weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პირველად ისტორიაში ქართველი კალათბურთელი გოგონა ამერიკაში ითამაშებს

11:14 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

18 წლის ნატალია ოთხმეზური პირველი გოგონაა ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს ვაიომინგის შტატის ქალაქ კასპერში განაგრძობს.

ნატალია ოთხმეზური ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მივიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

ახალ კოლეჯში სწავლას ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი აგვისტოდან დაიწყებს. კასპერის კოლეჯის გუნდი უმცროს კოლეჯელთა ეროვნულ ასოციაციაში (NJCAA) ასპარეზობს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]