weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რეკორდები რომელთა დამყარება მესის ამ სეზონში შეუძლია

15:42 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

„ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის კარიერაში არაერთი დიდი რეკორდი აქვს დამყარებული. მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი სარეკორდო მიღწევის ავტორი უკვე გახდა - ერთი კლუბის მაისურით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ესპანეთში კიდევაა რეკორდები, რომელთა მოხსნაც ლეო მესის ამ სეზონშივე შეუძლია.

 

ყველაზე მეტი ჰეთთრიკი ესპანეთის ჩემპიონატში

ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში პირველი ჰეთ-თრიქი 2007 წლის 10 მარტს, 19 წლის ასაკში, მადრიდის „რეალთან“ შეასრულა, სულ კი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჯამში 42 ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული (ამაში შედის ლევერკუზენის „ბაიერთან“ გატანილი 5 გოლი). ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი (34) კრისტიანო რონალდოს აქვს შესრულებული, მესის ამ შედეგის გასამეორებლად წელს 5 ჰეთ-თრიქი სჭირდება.

 

ყველაზე მეტი პიჩიჩის თასი

ეს ტროფეი ყოველწლიურად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ყველაზე მეტჯერ ეს ტიტული ლეგენდარულ ესპანელ თავდამსხმელ ტელმო სარას გადაეცა, რომელიც 1944-1953 წლებში 6-ჯერ გახდა პრიმერას ბომბარდირი. სარას შემდეგ 4 ფეხბურთელი მოდის, რომელთაც პიჩიჩის თასი 5-ჯერ მოიპოვეს: ალფრედო დი სტეფანო, კინი, უგო სანჩესი და ლიონელ მესი. მესი 2011, 2012, 2013, 2017 და 2018 წლებში გახდა ლა ლიგის საუკეთესო მეგოლე, მიმდინარე ჩემპიონატის განვლილ 14 მატჩში მას 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის ბრძოლას აგრძელებს. თუ ამ სეზონში იგი ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს, სწორედ ტელმო სარას დაეწევა.

 

პირველი მოთამაშე, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში 400 გოლს გაიტანს

მესი ისტორიულ რეკორდთან ახლოსაა. იგი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა - მან 428 მატჩში 392 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში მე-400 გოლამდე მას მხოლოდ 8 გოლი აშორებს.

 

თასის ყველაზე მეტი ფინალი, რომელშიც მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა

„ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო თასის ისტორიაში ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული - კატალონიელები ფინალში ჯამში 40-ჯერ გავიდნენ და თასს 30-ჯერ დაეუფლნენ. ესპანეთის თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უკვე ნახსენები ტელმო სარაა, რომლის ანგარიშზე 81 გოლია. ლიონელ მესის ამ შედეგის განმეორება ნამდვილად გაუჭირდება, ესპანეთის თასზე მას მხოლოდ 48 გოლი აქვს გატანილი. სამაგიეროდ, ორივე ფეხბურთელს ტურნირის 5-5 ფინალში აქვს გოლი გატანილი, ამიტომ თუკი „ბარსა“ ესპანეთის თასის ფინალში წელსაც გავა და მესი გოლს გაიტანს, ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდება.

 

მსგავსი სტატია:

5 რეკორდი რომელთა დამყარება რონალდოს მიმდინარე სეზონში შეუძლია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]