weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გენო პეტრიაშვილის ტრიუმფი ვლადიკავკაზის ტურნირში

11:00 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - „ალანები“ მძიმე წონითი კატეგორიის ფინალით დაგვირგვინდა და უძლიერესის ტიტული მთავარმა ფავორიტმა - გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში ირანელ ჯაბელ სადეზადეს დაუპირისპირდა და 10:1 მოუგო.

ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუსები - ოსტაპ პასენოკი (5:0) და ვიტალი გოგლოევი (12:4) და ამერიკელი რობერტ ნელსონი (10:0). ტურნირის დასრულების შემდეგ, გენო პეტრიაშვილი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე შეჯიბრების ორგანიზატორებმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან „ალანებზე“ ფინალში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავეების წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი როლი მსაჯების მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებებმა შეასრულა.

ლომთაძე ფინალური შეხვედრის მიწურულს გაშვებული ილეთით დამარცხდა (3:4) რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ფერზალიევთან, საფინალო გზაზე კი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა: ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და რუსეთის ჩემპიონ მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში კი რევანში აუღო ალექსანდრ ბოგომოევს, ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა.

მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა - აჰმედ შოკუმოვი 4-1, კახაბერ ხუბეჟთი 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევი 4-2.  ნახევარფინალშიკენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო, ფინალში კი ასევე რუს ტიმურ ბიჟოევთან წააგო (1:2).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]