weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტის“ ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა

15:11 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

პრინციპულ მეტოქე „ბოკა ხუნიორსთან“ მადრიდული ტრიუმფის შემდეგ „რივერ პლეიტმა“ ისტორიაში მეოთხედ აღმართა სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო - ლიბერტადორესის თასი, გუნდის დამრიგებელი მარსელო გალიარდო კი ამ გამარჯვებით კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.

ახლო წარსულში არგენტინის ნაკრების წევრი მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტს“ 2014 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მის ხელში ბუენოს აირესულმა გრანდმა შემდეგი ტიტულები მოიგო:

„კოპა სუდამერიკანა“ (სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე ტურნირი) - 2014

„კოპა ლიბერტადორესი“ (სამხრეთ ამერიკის პირველი რანგის ტურნირი) - 2015, 2018

„რეკოპა სუდამერიკანა“ (სამხრეთ ამერიკის სუპერ თასი) - 2015, 2016

ამას გარდა მარსელო გალიარდომ „რივერ პლეიტს“ ორჯერ მოაგებინა არგენტინის თასი (2016, 2017) და ერთხელ სუპერ თასი (2017).

ფეხბურთელის კარიერა მარსელო გალიარდომ 1993 წელს, სწორედ „რივერ პლეიტში“ დაიწყო და მშობლიურ კლუბში სამჯერ - 1993-1999, 2003-2006 და 2009-2010 წლებში თამაშობდა, სადაც ასევე მოიგო ლიბერტადორესის თასი (1996). მოთამაშის კარიერა ურუგვაულ „ნასიონალში“ გატარებული ერთი სეზონით (2010-2011) დაასრულა და სამწვრთნელო კარიერა ამავე კლუბში დაიწყო, რა დროსაც ურუგვაის ჩემპიონატი (2011-2012) მოიგო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 42 წლის გალიარდოს გაწვრთნილი „რივერ პლეიტი“ რამდენიმე დღეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასამართ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. 2015 წელს გალიარდოს გაწვრთნილმა „რივერმა“ ამ ტურნირის ფინალში გააღწია, თუმცა „ბარსელონასთან“ 0:3 დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]