weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

15:19 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე პირველი კენჭისყრა გაიმართა და 16 მონაწილე გუნდს შორის მერვედფინალურ წყვილები გახდა ცნობილი.

UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე მხოლოდ სამი ძირითადი წესი მოქმედებდა: ერთმანეთს მხოლოდ ქვეჯგუფის პრიველადგილოსნები და მეორეადგილოსნები შეხვდებოდნენ; არ შეიძლებოდა ერთი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბების ერთმანეთთან შეხვედრა და არ შეიძლებოდა იმ გუნდების ერთმანეთთან შეხვედრა, რომლებიც ქვეჯგუფში უკვე ერთად იყვნენ.

კენჭისყრაზე შემდეგი მერვედფინალური წყვილები შედგა:

შალკე 04 - მანჩესტერ სიტი

მადრიდის ატლეტიკო - იუვენტუსი

მანჩესტერ იუნაიტედი - პარი სენ-ჟერმენი

ტოტენჰემ ჰოტსპური - დორტმუნდის ბორუსია

ლიონის ოლიმპიკი - ბარსელონა

რომა - პორტო

აიაქსი - რეალი

ლივერპული - ბაიერნი

 

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 12-13 და 19-20 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]