weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო

10:40 კვირა, 23 დეკემბერი 2018

მადრიდის „რეალმა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარებული FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტურნირის მასპინძელი „ალ აინი“ იოლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოიგო.

ქალაქ ალ აინში გამართულ ფინალში ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თავი მარკოს ლორენტემ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს. მასპინძლებმა შეხვედრსი მიწურულს სხვაობა შეამცირეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე ავტოგოლიც მიითვალეს და სანტიაგო სოლარის გუნდთან პირწმინდად დამარცხდნენ.

ფინალამდე საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში შედგა მატჩი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის, რომელშიც ბუენოს აირესის „რივერ პლეიტმა“ დიდი ანგარიშით სძლია იაპონურ „კაშიმა ანტლერსს“

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]