weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახმეტელი ზვიად გოგოჭური წლის საუკეთესო პარასპორტსმენად აღიარეს

08:45 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

ახმეტელმა პარაძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა და პარაძიუდოში მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებულმა ზვიად გოგოჭურმა ტიტული „2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი“ მოიპოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაჯილდოვება გუშინ გაიმართა. „2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი“ ირმა ხეცურიანი გახდა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მიმდინარე წელს მსოფლიოს თასი ხუთჯერ მოიგო, არის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.

ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ის პირველი ქართველია, ვინც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]