weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდა

11:43 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ნიშანდობლივია, რომ კვერკველია პრემიერ ლიგის სიმბოლურში 2017 წელსაც იყო.

„სოლომონ კვერკველიამ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ წელი ორი ჩემპიონატის ნაწილისგან შედგება. „ლოკომოტივის“ საჩემპიონო სეზონი კვირკველიას კარიერაში საუკეთესო იყო. ვედრან ჩორლუკას ტრავმის გამო ქართველო გუნდის დაცვის ხაზის ლიდერად ჩამოყალიბდა და „ლოკომოტივმაც“ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა ჩემპიონატზე. გასულ სეზონში მოსკოველების კართან ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი იქმნებოდა და ნახევარზე მეტ მატჩებში კარი მშრალად შეინახა. იური სიომინის გუნდს დიდი დახმარება გაუწია კვერკველიას თამაშმა, რომელიც თამაშს კარგად კითხულობდა და თავისუფალ სივრცეებს დროულად ავსებდა“, - წერს გამოცემა championat.com.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერ ლიგაში 2018 წელს 26 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]