weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა

12:30 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე 2018 წლის საუკეთესოები გამოავლინეს. 2018 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ ნომინაციაში ჯაბა კანკავასა და საბა კვერკველიას აჯობა.

რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის ათივე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

სხვა ჯილდოები შემდეგნაირად განაწილდა:

2018 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი)

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი ხარაიშვილი („გიოტებორგი“, შვედეთი)

2018 წლის საუკეთესო გოლი - ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსქვეიკსი“, აშშ)

2018 წლის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2018 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა“, რუსეთი)

ეროვნული ლიგა:

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი გაბედავა („ჩიხურა“, საჩხერე)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - 22 გოლი: გიორგი გაბედავა („ჩიხურა“, საჩხერე) და ბუდუ ზივზივაძე („დინამო“, თბილისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე („ტორპედო“, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ცინცაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი გაბედავა („ჩიხურა“, საჩხერე)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი - ლეანდრო რიბეირო („დილა“, გორი)

2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი („საბურთალო“, თბილისი)

2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - სალომე გასვიანი (34 გოლი) („მართვე“, ქუთაისი)

2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ნათია დანელია („ლანჩხუთი“)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]