weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დამარცხდა

21:25 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში საქართველოს N1 ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს N1 ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და პირველი მოგებული სეტის შემდეგ ტიტულოვან მეტოქესთან ღირსეულ ბრძოლაში 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა და წაგების მიუხედავად, ის ბასილაშვილს აქტივში უნდა ჩაეთვალოს. გარდა იმისა, რომ მან მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს საწყისი სეტი მოუგო, საერთო ჯამშიც ღირსეული ბრძოლა გაუმართა „ნოლეს“, რომელსაც ნახევარფინალში გასასვლელად ბოლომდე დახარჯვა მოუწია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე 72% (39 54-დან) მოიგო, მეორეზე კი – 43% (12 28-დან).

ამ დროისთვის ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგში 1820 ქულით მე-20 ადგილი უკავია და უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ განახლებულ კლასიფიკაციაში იგივე პოზიციას შეინარჩუნებს, რაც მისთვის კარიერის ახალი რეკორდია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]