weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აგუერომ 250-ე გოლი გაიტანა

10:41 პარასკევი, 04 იანვარი 2019

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ „ლივერპულთან“ მოგებულ პრინციპულ მატჩში (2:1) მერსისაიდულ კლუბს ზედიზედ 7 შეხვედრაში გაუტანა, თუმცა ამასთან ერთად სხვა მიღწევის ავტორიც გახდა.

საქმე ისაა, რომ აგუეროს მიერ „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლი ეროვნულ ჩემპიონატებში 250-ე გოლი გამოდგა. 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში უკვე 153 გოლია, ესპანეთის ჩემპიონატში (მადრიდის „ატლეტიკოს შემადგენლობაში“) მას 74 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ჩემპიონატში („ინდეპენდიენტე“) - 23.

ჯამში კი საკლუბო დონეზე სერხიო აგუეროს კარიერული მაჩვენებელი 580 მატჩში გატანილ 331 გოლს შეადგენს. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, ეროვნული გუნდის მაისურით 89 თამაშში მან 39 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]