weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გოგა ბითაძე ევროლიგაზე „მილანთან“ მატჩში საუკეთესო იყო

11:19 პარასკევი, 04 იანვარი 2019

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სტუმრად „მილანთან“ 17 ქულით, 94:111 დამარცხდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი ქულების მხრივ ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 26 წუთი და 50 წამი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მისმა მონაგარმა 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძისთვის „ბუდუჩნოსტის“ შემადგენლობაში ეს სულ მე-3 მატჩი იყო. აქამდე მან ევროლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ ითამაშა, რის შემდეგაც ადრიატიკის ლიგაზე „ცრვენა ზვეზდასთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბითაძის ჩერნოგორიული კლუბი 3 მოგებითა და 13 მარცხით ამჟამად ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა „ბოდუჩნოსტს“ ადრიატიკის ლიგაზე „იგოკეასთან“ ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]