weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტატა მარტინო მექსიკის ნაკრებს გაწვრთნის

10:31 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო (ტატა) მარტინო მექსიკის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. „აცტეკები“ უმწვრთნელოდ რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ იყვნენ.

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ „ელ ტრის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული გამოსვლა დაუსახა მიზნად. მექსიკელებისთვის პროგრამა მაქსიმუმი მუნდიალის მეოთხედფინალია, სადაც გუნდი 1986 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. მოგეხსენებათ, მას მერე „აცტეკები“ მუნდიალს მერვედფინალიდან ეთიშებიან. მექსიკის ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-17 ადგილზეა.

ხერარდო მარტინო უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ კლუბ „ატლანტა იუნაიტედს“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2018 წლის MLS-ის გამარჯვებული გახდა.

არგენტინელი მწვრთნელი ასევე მუშაობდა „ბარსელონასა“ და სამშობლოს ნაკრებში, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელობისას მისმა გუნდმა „კოპა ამერიკას“ ორი ფინალი წააგო.

ტატა მარტინოს წარმატებული სანაკრებო მუშაობა კი პარაგვაის უკავშირდება. ამ ქვეყნის ნაკრები მის ხელში შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა. მისივე თავკაცობით პარაგვაიმ 2011 წლის „კოპა ამერიკის“ ფინალი ურუგვაისთან დათმო.

პარაგვაის ნაკრებამდე ხერარდო მარტინო არგენტინულ და პარაგვაულ კლუბებს - „ლიბერტადს“, „სერო პორტენიოს“, „კოლონსა“ და „ნიუელს ოლდ ბოიზს“ წარმატებით წვრთნიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]