weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყოფილი პორნოვარსკვლავი პრემიერ ლიგის პროექტში იმუშავებს

10:54 პარასკევი, 11 იანვარი 2019

ლიბანელი ყოფილი პორნომსახიობი მია ხალიფა ინგლისის პრემიერ ლიგის ორგანიზებულ პროექტში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე დაწერა და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, პრემიერ ლიგასთან დაკავშირებულ რა პროექტში მიიღებს მია ხალიფა მონაწილეობას.

„ლონდონში გადაღების პირველი დღე წარმატებული გამოვიდა. მოუთმენლად ველი ანონსს, თუ პრემიერ ლიგის რა პროექტზე ვიმუშავებ.

რატომ „ვესტ ჰემი?“ ადრე „მწვანე ქუჩის ხულიგნებს“ ვუყურე და მას შემდეგ ეს კლუბი შემიყვარდა. ერთ მატჩზეც არ ვყოფილვარ. თამაშს სიამოვნებით დავესწრები“ - წერს 25 წლის მია ხალიფა.

პორნოინდუისტრიაში მცირე ხნით ყოფნის (2014-2015) მიუხედავად, მია ხალიფა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი არაბულ სამყაროში საკმაოდ პოპულარული გახდა და პორნორეიტინგების სათავეში ახლაც სტაბილურად იმყოფება. მია ხალიფას, რომელიც აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა, პორნოინდუსტრიაში ყოფნის გამო სამშობლოსა და ახლო აღმოსავლეთში გამუდმებით აკრიტიკებდნენ, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კი მოკვლით ემუქრებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]