weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე იასპარეზებს

13:55 პარასკევი, 11 იანვარი 2019

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტრავმის მიუხედავად გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2019 წლის პირველ სუპერტურნირში.

31 წლის პროფესიონალმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოსთვის მოსამზადებელ ციკლში მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მისი ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბედნიეროდ, ოძეკის წოდების მქონე ქართველმა სეკიტორიმ მობილიზება შეძლო და დღევანდელი ინფორმაციით, დოჰიოზე გასვლას მაინც აპირებს.

ამგვარად, ლევან გორგაძე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებას იანვარშივე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]