weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გერმანია და ჩილე გავიდნენ

10:35 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე B ჯგუფის III ტურის შეხვედრები ფავორიტმა გუნდებმა, გერმანიამ და ჩილემ სასურველი შედეგებით დაასრულეს და ოთხეულში გავიდნენ.

ექსპერიმენტული შემადგენლობით დაკომპლექტებულმა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ აფრიკის საუკეთესო გუნდს სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე იოლად სძლია. პირველი სახიფათო მომენტი კამერუნელებმა შექმნეს, თუმცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დარტყმული ბურთი უკუაგდო, ანგარიში კი „ჰოფენჰაიმელმა“ ქემერ დემირბაიმ გახსნა - აქამდე თურქეთის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებში მოასპარეზე ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში „მოუთვინიერებელი ლომები“ კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე, გერმანიამ კი სხვაობა გაზარდა - ჯოშუა კიმიხის ფლანგიდან ჩაწოდებულს ტიმო ვერნერმა თავი დაუხვედრა და ასევე სადებიუტო გოლი შეაგდო. საპასუხოდ კამერუნმაც თავური გოლით გაქვითა ბურთი - თავი ვენსან აბუბაკარმა გამოიჩინა, მაგრამ სამ წუთში „ლაიპციგელმა“ ტიმო ვერნერმა, რომელიც მოგვიანებით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ „ბუნდესნაკრების“ თავკაც იოახიმ ლიოვისთვის კამერუნთან შეხვედრა ნაკრებში მუშაობის პერიოდში 150-ე მატჩი იყო.

მოსკოვის „ოტკრიტიე არენაზე“ პარალელურად მიმდინარე ჩილე-ავსტრალიის მატჩში „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდათ, ანგე პოსტეკოგლუს გუნდმა ანგარიშიც გახსნა - ტაიმის მიწურულს ჯეიმს ტროიზიმ კონტრშეტევა გოლით დაასრულა, ჩილე კი მარცხისგან შეცვლაზე შესულმა მარტინ როდრიგესმა იხსნა და ამერიკის ჩემპიონებიც ნახევარფინალურ პლეი-ოფში ითამაშებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]