weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იტალიის სუპერ თასი „იუვენტუსმა“ მოიგო

10:50 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

2018 წლის იტალიის სუპერ თასის გათამაშების ფინალი, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართა, „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა. „მილანის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტიანო რონალდომ გაიტანა და ტურინულ გრანდს აღნიშნული ტიტული მერვედ მოუტანა.

ორივე იტალიურ გრანდს აქამდე „სუპერკოპა იტალიანა“ ყველაზე მეტჯერ, შვიდ-შვიდჯერ ჰქონდათ მოგებული, ამრიგად ტურინელთა ჯილდო რეკორდული მერვეა. ამასთანავე „იუვე“ იტალიის სუპერ თასის ფინალში ზედიზედ მეშვიდედ მონაწილეობდა და წინა ორ ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მოახერხა გამარჯვება.

რაც შეეხება იტალიის ჩემპიონისა და იტალიის თასის მფლობელის შეხვედრას, რომელშიც უპირატესობას „იუვე“ ფლობდა, თუმცა მომენტები ჯენარო გატუზოს გუნდსაც ჰქონდა, 61-ე წუთზე მირალემ პიანიჩის გადაცემით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გადამწყვეტი გოლი თავით გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]