weather cur horoscope tv
აპრილი 02, 2020

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე აღარ იასპარეზებს

12:26 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 hits 518

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ განცდილი 4 მარცხის შემდეგ ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი აღარ იასპარეზებს.

იანვრის ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ტოჩინოშინს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, მიუხედავად ამისა, ლევან გორგაძემ სუპერტურნირზე გამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა მეხუთე სათამაშო დღეს კიუჯო გამოაცხადა და სუპერტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა.

კიუჯოს გამოცხადების შემდეგ, მას ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ყველა გასამართი ორთაბრძოლა წაგებულად ჩაეთვლება და მარტში გასამართ სუპერტურნირზე კადობანში იქნება, ანუ თუ ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მინიმუმ 8 ბრძოლა არ მოიგო, იგი ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.

აღსანიშნავია, რომ ჰაცუ ბაშოზე გუშინ და დღეს, ტოჩინოშინისადმი პატივისცემისა და თანადგომის მიზნით, სუმოს მსაჯები საქართველოს დროშის ორნამენტებიანი კიმონოებით გამოვიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]