weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მოძმანაშვილს ოლიმპიური მედალი ჩამოერთმევა

10:30 პარასკევი, 18 იანვარი 2019

თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელსაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე წონაში (120 კგ) დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

უახლესი სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით 2012 წელს აღებული სინჯების საკონტროლო შემოწმებისას, მოძმანაშვილის სინჯს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა დოპინგ დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონზე (ტურინაბოლი).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სადისციპლინო კომისიამ, რომელიც დენის ოსვალდის (თავმჯდომარე), გუნილა ლინდბერგისა და ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსის შემადგენლობით შედგება, დაასკვნა, რომ დავით მოძმანაშვილმა დაარღვია ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშებისთვის გაწერილი IOC-ის ანტისადოპინგო წესები და შედეგად მიესაჯა დისკვალიფიკაცია, კონკრეტულად კი - ლონდონის თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოძმანაშვილს უნდა ჩამოერთვას მედალი და დააბრუნოს.

აღსანიშნავია, რომ მოძმანაშვილი 2017 წლიდან უძბეკეთის სახელით ასპარეზობს, თუმცა საკითხი ეხება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯები გადადგა და პრევენციული ღონისძიებები განახორციელა დოპინგის გამოყენების აღსაკვეთად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი აკრძალური პრეპარატების გამოყენებისთვის და ეს აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]