weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

11:00 პარასკევი, 18 იანვარი 2019

კომპანია UFC-ში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდება. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველმა სპორტსმენმა რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა.

სიახლის შესახებ რომან დოლიძემ სპორტის ქომაგებსა და ფანებს სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოთი ამცნო.

„ძალიან ბევრი მეკითხებოდა, როდის გადავალ UFC-ში, ბევრს სჯეროდა, ბევრს არა. დღეს მივიღე UFC-ის კონტრაქტი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, ერთად ყველაფერი გამოგვივიდა!“ - აღნიშნა სპორტსმენმა.

30 წლის რომან დოლიძეს პროფესიონალურ კარიერაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც ყველა მოიგო. დოლიძე ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომლის ჩემპიონიც ლეგენდარული ჯონ ჯონსია, კიდევ ერთი ფავორიტი კი ალექსანდრ გუსტავსონი. დივიზიონის ტოპ-5 მებრძოლში ასევე არიან: ენტონი სმიტი, კორი ანდერსონი და იან ბლაშოვიცი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]