weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ემილიანო სალას ტრაგიკული ისტორია

10:34 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალას თვითმფრინავს უშედეგოდ ეძებენ. უკვე ცნობილია, რომ 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი ცოცხლები აღარ არიან.

ემილიანო სალა საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში მიფრინავდა, მას შემდეგ, რაც „ნანტიდან“ მისი ტრანსფერი „კარდიფ სიტიში“ განხორციელდა, თუმცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და წყალში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ემილიანო სალა 20 წლის ასაკში სამშობლოდან საფრანგეთში გადაბარგდა და თამაში „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წელს კი მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. მიუხედავად ამისა, ჟირონდელთა რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარით იყო „ორლეანში“, „ნიორსა“ და „კაენში“, ხოლო 2015 წელს „ნანტის“ მაისური მოირგო.

„ნანტში“ სალამ 2015 წლიდან 130 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. 12 გოლი საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჰქონდა გატანილი. არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერი ინგლისის პრემიერ ლიგაში რამდენიმე დღის წინ გადაწყდა. „კარდიფ სიტიმ“ მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადა და ის უელსური გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, თუმცა ფეხბურთელის ისტორია სწორედ აქ მთავრდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]