weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქართველმა მოციგურავემ წლის პირველ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

10:53 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ციგურაობაში 2019 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა. 15-19 იანვარს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ შეჯიბრებაზე იუნიორთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა ალინა ურუშაძემ, რომელსაც დებიუტი 2018 წელს ჰქონდა.

ურუშაძემ 36 მონაწილეს შორის სერიოზული კონკურენციის პირობებში მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედლის მოპოვება.  ის დამაჯერებლად ასპარეზობდა და ლიდერობდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში.

21-27 იანვარს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო მარტში ხორვატიასა და იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი. ბელგრადში ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლის შემდეგ, დიდია ალბათობა, ის წლის უმთავრეს ტურნირებშიც ვიხილოთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]