weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

„კოპა ამერიკაზე“ გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

11:45 პარასკევი, 25 იანვარი 2019 hits 467

მიმდინარე წლის ზაფხულში, ბრაზილიაში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მონაწილე 12 გუნდი სამ ქვეჯგუფში წილისყრით განაწილდა.

ტურნირზე, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო (CONMEBOL) მართავს, ათი სამხრეთ ამერიკული გუნდის გარდა ორი აზიური ქვეყნის ნაკრები - ყატარი და იაპონია მიიღებს მონაწილეობას. აქამდე როგორც წესი, „კოპა ამერიკაზე“ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონიდან იმატებდნენ გუნდებს, თუმცა იაპონია 1999 წლის გათამაშებაზეც იყო სტუმრის რანგში მიწვეული.

რიო დე ჟანეიროში გამართული კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ბოლივია.

B ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარი.

C ჯგუფი: ურუგვაი, ჩილე, იაპონია, ეკვადორი.

„კოპა ამერიკას“ 46-ე გათამაშება 2019 წლის 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ტურნირი ბრაზილიის ხუთი ქალაქის ექვს სტადიონზე ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]