weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„მონაკოში“ ლეონარდო ჟარდიმი დაბრუნდა

12:04 შაბათი, 26 იანვარი 2019

საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი დღის წინ გათავისუფლებულ ტიერი ანრის ლეონარდო ჟარდიმი შეცვლის, რომელიც მონეგასკური კლუბიდან გაშვებისას სწორედ ანრიმ შეცვალა.

ტიერი ანრის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ 20 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 4 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 11 წააგო.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა მეორედ მოსვლისას „მონაკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს უკვე სამშაბათს, საფრანგეთის ლიგის თასზე „გენგამთან“ ნახევარფინალურ მატჩში უხელმძღვანელებს, მანამდე კი „დიჟონთან“ გასამართ ჩემპიონატის შეხვედრაში „მონაკოს“ დროებით ფრანკ პასი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ჟარდიმი აქამდე „მონაკოში“ 2014-2018 წლებში მუშაობდა და მონეგასკური გუნდი 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, იმავე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გაიყვანა, თუმცა მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებლად ასპარეზობის გამო პოსტიდან დაითხოვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]