weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადაშვილს ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცეს

15:59 კვირა, 27 იანვარი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადაშვილს ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა შერაზადაშვილის გამორჩეულ როლს ესპანეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.

22 წლის ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90 კგ) ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, ვინც ესპანეთს მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის მედალი მოუტანა. ის ესპანეთის სახელით საერთაშორისო არენაზე 2012 წლიდან გამოდის. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ოქროს მედალი კი ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე აიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]