weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ავსტრალიის ღია პირველობა ჯოკოვიჩმა მოიგო

10:19 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა შვიდჯერ მოიგო. სერბმა ვარსკვლავმა ფინალში სახელოვანი ესპანელი რაფაელ ნადალი იოლად 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა 4.1 მილიონი ამერიკული დოლარი 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ნადალი კი ორ მილიონ დოლარს მიიღებს.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ნადალმა, რომელსაც მატჩის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია, კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ფინალი სამ სეტში პირველად წააგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი-ბრეიკ პოინტი გამოიმუშავა და ისიც ვერ გამოიყენა, როდესაც „ნოლემ“ რვა შესაძლებლობიდან ხუთი ბრეიკად აქცია. ჯოკოვიჩმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშა, სულ 9 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რაც გასაოცარი შედეგია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში დიდი სლემის მე-15, ხოლო ჯამში 73-ე ტიტული მოიპოვა. ამით „ნოლემ“ სლემების რაოდენობით, პიტ სამპრასს (14) გადაასწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა როჯერ ფედერერისა (20) და რაფაელ ნადალის (17) შემდეგ.

რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობას ქალთა შორის, იგი ნაომი ოსაკას ტრიუმფით დასრულდა. მელბურნში გამართული ფინალური შეხვედრა ოსაკასა და ჩეხ პეტრა კვიტოვას შორის ზუსტად ორსაათნახევარი გაგრძელდა და დრამატული გამოდგა - 7:6, 5:7, 6:4.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]