weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კვალიარელამ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა

11:39 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კვალიარელამ გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა. გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლები.

კვალიარელამ ყოფილ კლუბ „უდინეზესთან“ შინ მოგებულ შეხვედრაში (4:0) 33-ე და 56-ე წუთებზე ზუსტად შესრულებული პენალტებით დუბლი გაიფორმა და სერია A-ს 11 მატჩში ზედიზედ 14-ჯერ გამოიჩინა თავი, ბატისტუტამ კი 1994-95 წლების სეზონში ფლორენციის „ფიორენტინას“ მაისურით ზედიზედ ამდენივე შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.

მომდევნო ტურში, 2 თებერვალს, მიმდინარე სერია A-ს მეექვსეადგილოსანი „სამპდორია“ კვალიარელას კიდევ ერთ ყოფილ კლუბს, მეორეადგილოსან „ნაპოლის“ ხვდება და იმ შემთხვევაში თუ 33 წლის ფორვარდმა გოლი კვლავ გაიტანა, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

ცნობისთვის, ფაბიო კვალიარელა იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში 16 გოლით უდგას, შემდეგ კი 15-15 გოლით კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი) და დუვან საპატა (ატალანტა) მოდიან.

აქვე გეტყვით, რომ კვალიარელა, რომელსაც სხვადასხვა დროს „ტორინოში“, „ფიორენტინაში“, „უდინეზეში“, „ასკოლიში“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსშიც“ უთამაშა, იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2007-2010 წლებში გამოდიოდა და 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]