weather cur horoscope tv
აპრილი 06, 2020

ნეიმარი „მანჩესტერთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს

12:13 სამშაბათი, 29 იანვარი 2019 hits 286

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ ორივე შეხვედრაში დააკლდება პარიზულ გუნდს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 იანვარს საფრანგეთის თასზე „სტრასბურთან“ შეხვედრაში მიღებული დაზიანება ნეიმარისთვის მძიმე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტრავმის გამო გაუცდა ნეიმარს გასულ წელს რამდენიმე თვე, რის გამოც რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა.

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მერვედფინალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 13 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი პარიზში 7 მარტს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]