weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

აზიის თასის ფინალში იაპონიას ყატარი შეხვდება

10:59 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 hits 619

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აზიის საფეხბურთო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ყატარმა მასპინძელი საამიროების ნაკრები ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა და ისტორიაში პირველად გავიდა აზიის თასის ფინალში.

ესპანელი ფელიქს სანჩესის შეგირდებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მათგან აღსანიშნავია მიმდინარე გათამაშების ბომბარდირ ალმოეზ ალის გოლი, რომელიც ტურნირზე მე-8 გამოდგა და ყატარელთა ბოლო, მეოთხე გოლი, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა რამდენიმე წამში გაუტანა ალბერტო ძაკერონის გაწვრთნილ გუნდს.

ამრიგად, აზიის თასის რიგით მე-17 გათამაშების ფინალში, რომელსაც 1-ელ თებერვალს აბუ დაბის შეიხ ზაიედის სპორტული ცენტრის სტადიონი უმასპინძლებს, ყატარს იაპონია დაუპირისპირდება, რომელმაც წინა დღეს ნახევარფინალში ირანის ნაკრებს სძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]