weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

UFC-მ ხაბიბსა და კონორს განაჩენი გამოუტანა

14:37 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

UFC 229-ის ორთაბრძოლის შემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენები, ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმებით დაისაჯნენ.

დაღესტნელი სპორტსმენი 9-თვიანი დისკვალიფიკაციითა და 500 000 დოლარით დაჯარიმდა, ირლანდიელ მაკგრეგორს კი 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და $50 000 ჯარიმა დაეკისრა.

ხაბიბ ნურმაგომედოვი აღნიშნულ ფაქტს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და ყველაფერი პოლიტიკას დაუკავშირა. „პოლიტიკა სამუდამოდ“ (Politics Forever) - სარკასტულად დაწერა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ დაღესტნელმა მებრძოლმა გასული წლის ოქტომბერში, ლას ვეგასში გამართულ UFC 229-ის მთავარ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ის მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონთან სპორტსმენებს, მათი გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო. ვითარების განმუხტვა და დაპირისპირებული მხარეების გაშველება დაცვამ შეძლო. მებრძოლები ოქტაგონიდან გაიყვანეს და ბრძოლა ისე დასრულდა, რომ გამარჯვებულისთვის ქამრის გადაცემა ვერ მოხერხდა.

 

ამ თემაზე:

მაკგრეგორს ნურმაგომედოვთან მატჩ-რევანში სურს

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]