weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მეხანძრე ალექსანდრე შუკვანს World Run-ის კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიენიჭა

10:20 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე შუკვანი World Run-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს. იგი პირველი მეხანძრე-მაშველია, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე შუკვანმა გასული წლის ზაფხულში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას 9 თვის ჩვილი გადაარჩინა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი. ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ყველას მოვუწოდებ, რომ გახდნენ წლევანდელი World Run-ის მონაწილეები“, - აღნიშნა ალექსანდრე შუკვანმა.

აქვე გეტყვით, რომ წელს „მსოფიო რბენა“ 5 მაისს, 15:00 საათზე ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს. მეხანძრე-მაშველები გარბენში მონაწილეობას ტრადიციულად წელსაც მიიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]