weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალშია

11:15 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ ბელგიის თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ერთი კვირის წინ „ბუფალოები“ შინ „ოოსტენდს“ დაუზავდნენ (2:2), სტუმრად განმეორებით შეხვედრაში კი წარმატებას რთულად მიაღწიეს.

განმეორებით შეხვედრაში მასპინძელი „ოოსტენდი“ ორი ბურთით იგებდა, თუმცა „გენტმა“სასწაული მოახდინა და თამაში შემოატრიალა.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 38-ე წუთზე გამოჩნდა. 84-ე წუთზე ნორვეგიელმა ალექსანდერ სიორლოთმა სწორედ 19 წლის ქართველი ფესბურთელის გადაცემით შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში უკრაინელმა ახალწვეულმა რომან ბეზუსმა ანგარიში გაათანაბრა. ბეზუსის გოლი იმ კუთხურს მოჰყვა, რომელიც ჩაკვეტაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე დაინიშნა.

ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა დაფიქსირდა და დამატებითი დრო დაინიშნა, მაგრამ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა. ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რადგან შუაში დაბალი დაარტყა და მეკარეს ნახტომიც არ დასჭირვებია მოსაგერიებლად - ფეხით უკუაგდო ბურთი. „გენტს“ იღბალმა გაუღიმა, რადგან „ოოსტენდის“ ფეხბურთელები უფრო სცოდავდნენ პენალტების სერიაში. საბოლოოდ, „გენტმა“ თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 გაიმარჯვა (გუნდებმა 6-6 დარტყმა შეასრულეს) და ფინალში გავიდა, სადაც 1-ელ მაისს ბრიუსელში ქვედალიგელ „მეხელენს“ დაუპირისპირდება და ქართველებს - გიორგი ქვილითაიასა და ჩაკვეტაძეს ტიტულის მოპოვების შანსი ექნებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]