weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შერმადინის ორმაგი დუბლი და გამარჯვება „რეალთან“

10:11 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ესპანურ ლიგა ენდესაში მადრიდის „რეალს“ საოცარი მატჩი მოუგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. მალაგელებმა „სამეფო კლუბთან“ შეხვედრაში 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს და საბოლოოდ დრამატიზმით აღსავსე მატჩი 103:102 მოიგეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 10 მოხსნა (4 შეტევაში) მიამატა. თამაშში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

„უნიკახამ” 12 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, ისევ შინ, „მარესასთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]