weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტი 2023 წლამდე იქნება

10:07 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

იტალიის დედაქალაქ რომში UEFA-ს რიგით 43-ე კონგრესზე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მიიღო. იგი ევროპულ ფეხბურთს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

„2016 წელს თქვენ ნდობა გამომიცხადეთ და პრეზიდენტის პოსტზე აღმოვჩნდი. მაშინ ფეხბურთში კრიზისი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი უკეთაა. ამ დროის განმავლობაში უამრავი საკითხი განვიხილეთ და ყველაფერი გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, რჩება სუსტი მხარეები ფეხბურთში. დოპინგი, ჩაწყობილი თამაშები და კორუფცია - ეს თანამედროვე ფეხბურთის მთავარი პრობლემებია“, - აღნიშნა ჩეფერინმა.

51 წლის სლოვენიელი ჩინოსანი UEFA-ს პრეზიდენტი 2016 წლიდანაა. მანამდე ის სლოვენიის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]