weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზღვაში ნაპოვნი სხეული სალას ეკუთვნის

10:32 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

დადასტურდა ინფორმაცია, რომ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ნარჩენებიდან ამოღებული სხეული არგენტინელ ფეხბურთელ ემილიანო სალას ეკუთვნის.

28 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ „ნანტიდან“ პილოტ დევიდ იბოტსონთან ერთად უელსის დედაქალაქ კარდიფში მიფრინავდა, სადაც ახალი კლუბს, „კარდიფ სიტის“ უნდა შეერთებოდა, თუმცა 21 იანვრის საღამოს მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.

დიდხნიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საავიაციო შემთხვევების სამსახურში (AAIB) განაცხადეს, რომ უამინდობის გამო რთული იყო ნამსხვრევებიდან სხეულის ამოსვენება, რის გამოც სპეციალური, დისტანციური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. ოპერაციის ადგილზე აღნიშნული ტექნიკა პორტლენდიდან გაიგზავნა. თვითმფრინავის ნამსხვრევები დაახლოებით 67 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს.

სამძებრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ საავიაციო შემთხვევების სამსახური და ფეხბურთელის ოჯახის წევრების მიერ სპეციალურად დაქირავებული კერძო კომპანიების თანამშრომლები.

ამავდროულად, „კარდიფ სიტის“ პრეზიდენტი მეჰმეთ დალმანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რის მიხედვითაც „ნანტი“ ემილიანო სალას ტრანსფერისთვის პრემიერ ლიგის კლუბისგან €17 მილიონს ითხოვდა და სასამართლოში ჩივილს აპირებდა. მისი თქმით, კლუბს არასოდეს უთქვამს, რომ თანხას არ გადაიხდიდა, უბრალოდ ამ დელიკატურ საკითხზე აჩქარება არ იყო საჭირო და მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ ყველაფრის დასრულების შემდეგ აპირებს „კარდიფ სიტი“ ტრანსფერის თანხის გასტუმრებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]