weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

23:09 კვირა, 10 თებერვალი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან-სლემის სამგზის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გუამ ჩო, ხოლო ფინალში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო ლიპარტელიანმა მოუტანა. ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ნოდარ მეტრეველის ხელმძღვანელობით ჯამში 4 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მესამე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]