weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბულგარეთის ტურნირზე ცხრა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა

10:19 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

10 თებერვალს, ბულგარეთში, პეტკო სირაკოვის და ივალ ილიევის სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე გამოსვლა ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს მედლებით დაასრულეს.

გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) გახდნენ.

23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები ოთარ თუშიშვილი და აკაკი კუნჭულია იყვნენ.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ის, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთისა და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]