weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ჩელსი“ მაურიციო სარის შემცვლელად ზიდანს მოიაზრებს

11:17 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურიციო სარის შემცვლელად ზინედინ ზიდანს მოიაზრებს, ექსკლუზიურ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

იტალიელ სპეციალისტს გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო მკაცრად აკრიტიკებენ. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ინგლისის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში „ბორნმუთთან“ 0:4 წააგო, „მანჩესტერ სიტისთან“ კი 0:6 განადგურდა.

მაურიციო სარი „სტემფორდ ბრიჯზე“ სამუშაოდ ზაფხულში მივიდა. მის ხელში ლონდონელმა „არისტოკრატებმა“ სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა პრემიერ ლიგაში თანდათან პოზიციები დათმეს.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალთან“ ერთად ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ უმუშევარია, მის სახელს კი ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსსა“ და მიუნხენის „ბაიერნთანაც“ აკავშირებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]