weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის შესაძლოა რამოსი მკაცრად დაისაჯოს

12:45 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანელი მცველისთვის ეს ბარათი მიმდინარე გათამაშებაში რიგით მესამე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსი ამსტერდამულ კლუბთან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

თამაშის ყურებისას ნათლად ჩანდა, რომ 89-ე წუთზე, როდესაც „რეალს“ გამარჯვება თითქმის უკვე მოპოვებული ჰქონდა, 32 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად ითამაშა გაფრთხილების მისაღებად, როდესაც ფორვარდ კასპერ დოლბერგზე იუხეშა.

მატჩის შემდეგ რამოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იძულებული იყო, მიეღო ყვითელი ბარათი, რათა თავიდან აერიდებინა ტურნირის მომდევნო სტადიებზე დისკვალიფიცირება.

UEFA-ს წესები ითვალისწინებს, რომ მოთამაშეები ტურნირის განმავლობაში ორი მატჩით ან დროის გარკვეული პერიოდით დისკვალიფიცირდნენ იმ შემთხვევაში, თუ განზრახ თამაშობენ ყვითელი ან წითელი ბარათის მიღებაზე.

საინტერესოა, რომ ვეტერან მცველს აქამდეც ადანაშაულებდნენ მსგავს ქმედებაში: 2013 წელს რამოსმა  და შაბი ალონსომ „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში საეჭვო ყვითელი ბარათები მიიღეს  - ალონსო მსაჯთან კამათის გამო, ხოლო რამოსი ბურთის გადაგდების გამო დაისაჯა. მოთამაშეებმა თურქულ კლუბთან საპასუხო შეხვედრა გამოტოვეს და ნახევარფინალისთვის გაფრთხილებათა რაოდენობა გაინულეს.

აქვე გეტყვით, რომ სერხიო რამოსისთვის „აიაქსთან“ მატჩი „რეალის“ მაისურით საიუბილეო, მე-600 გამოდგა. ამ მაჩვენებლით იგი მადრიდულ გრანდში მე-7 ადგილს იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]