weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ევროპა ლიგაზე ორმა ქართველმა ითამაშა

10:26 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ორთვიანი პაუზის შემდეგ, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი - ევროპა ლიგაც განახლდა. პირველ საპლეი-ოფო სტადიაზე ორი ისეთი გუნდი ასპარეზობს, რომელთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან.

დონეცკის „შახტარმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა გამოდის, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ხარკოვში გამართული შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ხარკოვის „მეტალისტზე“ სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: ავსტრიელმა მარტინ ჰინტერეგერმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, თუმცა „შახტარმა“ სამ წუთში მარლოსის პენალტით გაათანაბრა, რასაც ტარას სტეპანენკოს გაძევება მოყვა. კაცნაკლულ დონეცკელებს მეორე ნახევრის დასაწყისში მეორე გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაუტანა, „მეშახტეებმა“ კი დანაკლისის მიუხედავად მაინც მოახერხეს გათანაბრება - თავი ბრაზილიელმა ტაისონმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა ხოჭოლავამ შეუცვლელად ჩაატარა.

ევროპა ლიგაზე ლევან ხარაბაძის დებიუტი შედგა. 19 წლის ქართველმა „ციურიხის“ შემადგენლობაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშა. შვეიცარიულმა გუნდმა, რომელსაც ახლო წარსულში ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელი ლუდოვიკ მანინი წვრთნის, შინ 1:3 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ქართველმა მცველმა კი, რომელიც ციურიხელთა რიგებში თბილისის „დინამოდანაა“ განათხოვრებული, ფავორიტ ნეაპოლელებთან მატჩში 90 წუთი გაატარა მინდორზე.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრები 21 თებერვალს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]