weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნინო ხუციბერიძის ოქრო პარიზის გრან-პრიზე

10:50 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

პარიზში დღეს დაწყებულ საფრანგეთის დიდ პრიზზე ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქუთაისელი მსროლელი ფინალში მეორე შედეგით გავიდა - 566 ქულა, იქ კი შესანიშნავად იასპარეზა, 235.2 ქულით ყველას აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე 7 ქართველი მსროლელი გამოდის და ყველაზე წარმატებული სწორედ გოგონების შეჯიბრება გამოდგა, სადაც სამივე ქართველი გოგონა მონაწილე ფინალში გავიდა, მათ შორის - დებიუტანტი მარიამ ქობულაშვილიც, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლიზი კილაძე სულაც საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გახდა.

უფროსებიდან ფინალში მხოლოდ ვაჟთა შორის მოასპარეზე ცოტნე მაჭავარიანი გავიდა 574 ქულით, იქ კი საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა 114.1 ქულით.

რაც შეეხება გუნდის ლიდერს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს, მან შესარჩევ ეტაპში გამოსვლა 564 ქულით დაასრულა, რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა.

15 თებერვალს ტურნირზე წყვილთა შეჯიბრება გაიმართება, სადაც უფროსებში სალუქვაძე-მაჭავარიანისა და ქადაგიძე-ხუციბერიძის წყვილები გამოვლენ, ახალგაზრდებში კი კილაძე-მოსულიშვილი ისვრიან. პარიზული შეჯიბრება 16 თებერვალს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]