weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აჭარის ნაკრები თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

17:40 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების გამარჯვებული აჭარის გუნდი გახდა. ბათუმურმა გუნდმა ფინალში ბოლნისის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეჯიბრებაში, რომელსაც ბაკურიანმა უმასპინძლა, თბილისის, ბოლნისის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისისა და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატის ტურში, რომელსაც ასევე ბაკურიანი მასპინძლობს, საქართველოდან სულ სამი გუნდი მონაწილეობს, მათ შორისაა აჭარის გამარჯვებული გუნდიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]