weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კლაუდიო პისაროს მორიგი რეკორდი

11:57 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

ბრემენის „ვერდერის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ ბერლინის „ჰერტას“ წინააღმდეგ მატჩში 90-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. პერუელმა ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატში 194-ე გოლი შეაგდო, თუმცა სხვა უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.

აღნიშნული გოლით პისარო ბუნდესლიგაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა - იგი 40 წლისა და 136 დღისაა. მასზე ასაკოვანს კი გერმანიის ჩემპიონატში გოლი არ აქვს გატანილი.

უბერებელმა პერუელმა ფეხბურთელმა „ვერდერის“ 23-წლამდელთა გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, მირკო ვოტავას რეკორდი გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა 1996 წლის აგვისტოში 40 წლისა და 121 დღის ასაკში შეძლო გოლის გატანა.

კლაუდიო პისარო ბუნდესლიგის კიდევ ერთი რეკორდის მფლობელია: მან 447-ჯერ ითამაშა გერმანიის უმაღლეს ლიგაში და ამ მხრივ ლეგიონერებს შორის პირველია.

საინტერესოა ისიც, რომ ბრემენული კლუბის ღირსებას პისარო უკვე მეოთხედ იცავს: „ვერდერში“ მან 1999-2001, 2008-2012 და 2015-2017 წლებში ითამაშა, ამჯერად კი „მუსიკოსების“ რიგებში 2018 წლიდან ირიცხება. სხვადასხვა დროს მას ასევე უთამაშია „დეპორტივო პასკეროში“, „ალიანსა ლიმაში“, მიუნხენის „ბაიერნში“ (ორჯერ), ლონდონის „ჩელსისა“ და „კიოლნში“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]